"ტერორისტი გვეხვეწებოდა მომკალითო, როდესაც მიხვდა რომ თვითმფრინავი უკვე ჩვენს ხელში იყო" - რას ყვება ქართველი ებრაელი, რომელმაც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის პილოტი გადაარჩინა
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი "ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. ბორტზე განვითარებული მოვლენები კი ჰოლივუდური ფილმის სცენარს მოგაგონებთ, ავიარეისის 174 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს დანით მიაყენა ჭრილობები და თვითმფრინავის ჩამოგდებას შეეცადა.
მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, დაჭრილმა პილოტმა, სმიტ მაჩჰარმა, კაბინის კარის გაღება მოახერხა. ამის შემდეგ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელის შეჩერება სცადეს.
შემთხვევის დროს თვითმფრინავი 30 წამზე ნაკლებ დროში დაახლოებით 4267 მეტრით დაეშვა. ამ კრიტიკულ მომენტში ბორტზე მყოფთა მიერ ეკიპაჟისთვის გაწეული დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია სამი ადამიანის როლი, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი-ებრაელი სტომატოლოგია ამ ადამიანების შესახებ დღეს მსოფლიო მედია წერს.შოთა მუსაევმა “ტელეკომპანია პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბორტზე განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.