loader

ვის გაეზრდება 2027 წლიდან ხელფასი და რამდენით? - რა წერია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის პირ­ვან­დე­ლი ვერ­სი­აში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის გაეზრდება 2027 წლიდან ხელფასი და რამდენით? - რა წერია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის პირ­ვან­დე­ლი ვერ­სი­აში

2027 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის პირ­ვან­დე­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, მო­მა­ვა­ლი წლი­დან სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში სა­ბა­ზო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო იზ­რდე­ბა და 1 735 ლარი ხდე­ბა. ამის შე­დე­გად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თა ხელ­ფა­სე­ბი - 8,4%-მდე, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ფონ­დი კი 395 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში სა­ბა­ზო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო კერ­ძო სექ­ტორ­ში ბოლო 4 კვარ­ტალ­ში გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა და ეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. 2027 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით, ხარ­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად გაზ­რდი­ლია შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით:

ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი გაზ­რდი­ლია 830 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით, მათ შო­რის:

მო­სახ­ლე­ო­ბის სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ჯი გაზ­რდი­ლია 555 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. კერ­ძოდ, მოქ­მე­დი ინ­დექ­სა­ცი­ის ფორ­მუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თა პენ­სია იზ­რდე­ბა 60 ლა­რის ოდე­ნო­ბით და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 555 ლა­რის ოდე­ნო­ბით (მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში 665 ლარს აჭარ­ბებს), ხოლო 70 წლამ­დე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის იზ­რდე­ბა 20 ლა­რით და 390 ლარს შე­ად­გენს (მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში 468 ლარი);

ინ­დექ­სა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცემ­ლე­ბი, რის­თვი­საც და­მა­ტე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლია 60 მი­ლი­ო­ნი ლარი;

ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 127 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლი­სა და სოფ­ლის ექი­მი/ექთ­ნის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა;

სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მა გაზ­რდი­ლია 26 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით;

დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 60 მი­ლი­ო­ნი ლა­რით.

გა­ნათ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი გაზ­რდი­ლია 400 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მათი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა. ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უფა­სო სწავ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა;

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 90 მი­ლი­ო­ნი ლა­რით;

სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რით;

სხვა და­ნარ­ჩე­ნი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 269 მი­ლი­ო­ნი ლა­რით;

2027 წლის ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტი­დან კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მი­ი­მარ­თე­ბა 8 მი­ლი­არდ 431 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, რაც მიმ­დი­ნა­რე წლის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის 1 მი­ლი­არ­დი ლა­რით აღე­მა­ტე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია:მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მი­ი­მარ­თე­ბა 2 მი­ლი­არდ 700 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი;

საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 1 მი­ლი­არდ 332 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, მათ შო­რის 723 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის.

გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 800 მი­ლი­ო­ნი ლარი;

წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე მი­ი­მარ­თე­ბა 432 მი­ლი­ო­ნი ლარი;

ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 404 მი­ლი­ო­ნი ლარი, მათ შო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ენერ­გი­ის და­მაგ­რო­ვე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა;

სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე მი­ი­მარ­თე­ბა 310 მი­ლი­ო­ნი ლარი;

ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 172 მი­ლი­ო­ნი ლარი;

იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და მიგ­რან­ტთა გან­სახ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 268 მი­ლი­ო­ნი ლარი;

ჯან­დაც­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 142.5 მი­ლი­ო­ნი ლარი;

სა­მე­ლი­ო­რა­ციო სის­ტე­მე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 145 მი­ლი­ო­ნი ლარი;

მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 106,4 მი­ლი­ო­ნი ლარი;

პო­ლი­ცი­ის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის და თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენს 701 მი­ლი­ონ ლარს;

სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდის მიზ­ნით მი­ი­მარ­თე­ბა 250 მი­ლი­ო­ნი ლარი;

თბი­ლი­სის მეტ­როს მო­დენ­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 125 მი­ლი­ონ ლარს;

ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 125 მი­ლი­ო­ნი ლარი;

სოფ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი ქსე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მი­ი­მარ­თე­ბა 107 მი­ლი­ო­ნი ლარი;

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის ახა­ლი ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კის მშე­ნებ­ლო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 60 მი­ლი­ო­ნი ლარი;

სხვა და­ნარ­ჩე­ნი კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი ჯამ­ში შე­ად­გენს 267 მი­ლი­ონ ლარს;

2027 წლის ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის ჯა­მუ­რი შე­მო­სუ­ლო­ბე­ბი 37 მი­ლი­არდ 531 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, რაც 2026 წლის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბელს 1 მი­ლი­არდ 526 მი­ლი­ო­ნი ლა­რით აღე­მა­ტე­ბა.

2027 წლის ბი­უ­ჯე­ტის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ის გან­ხილ­ვა, სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ცე­სის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტში გაგ­რძელ­დე­ბა და მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­სა თუ მო­საზ­რე­ბე­ბის ასახ­ვა მოხ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი 2027 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს დე­კემ­ბრის თვე­ში და­ამ­ტკი­ცებს.