პანიკა ბორტზე - პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, თვითმფრინავი საუდის არაბეთის აეროპორტში დაეშვა: რა მოხდა Flydubai-ს რეისზე და რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
Flydubai-ს რეისი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიემგზავრებოდა და რომელმაც საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაგზავნა, ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ინციდენტი, რამაც თვითმფრინავის ეკიპაჟს „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო სიტუაციის სიგნალების გაგზავნისკენ უბიძგა, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფ პილოტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დუბაიდან თელ-ავივში მიმავალმა თვითმფრინავმა საუდის არაბეთის თავზე შემობრუნებისას საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაავრცელა. განაგრძეთ კითხვა>>>