"შედარებით ახალი კორპუსია, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული"- რას ამბობს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე სანზონაში მომხდარ ფაქტზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა?
"გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", - აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი "რუსთავი 2"-თან.
ცნობისთვის, წუხელ, თბილისში, სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაც დაზიანებები მიიღეს.