"დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია" - ახალი დეტალები სანზონაში მომხდარზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა
სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში მე-10 სართულიდან ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
"გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", - აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი.
ვიდეო: "რუსთავი 2"