loader

“აქეთ რუ­სეთ­თან “და­ჩო­ქი­ლი” ერეკ­ლე მე­ო­რე, იქეთ ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე ირა­ნუ­ლი ცი­ნიზ­მი" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აქეთ რუ­სეთ­თან “და­ჩო­ქი­ლი” ერეკ­ლე მე­ო­რე, იქეთ ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე ირა­ნუ­ლი ცი­ნიზ­მი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის ელ­ჩის, ალი მო­ჯა­ნის მიერ, პა­რას­კევს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხადრბას სა­დაც ის წერს, რომ თბი­ლის­ში ირა­ნის სა­ელ­ჩოს ფა­სა­დი ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით გა­ნათ­და და ეს ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა.

“აქეთ რუ­სეთ­თან “და­ჩო­ქი­ლი” ერეკ­ლე მე­ო­რე, იქეთ ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე ირა­ნუ­ლი ცი­ნიზ­მი.

ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტერ­თან ენის მო­ჩლე­ქით სა­უბ­რის “ბრძნუ­ლი” პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი…

მოყ­ვა­რეს­თან კი ხართ “ვაჟ­კა­ცე­ბი”. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა წი­ვილ-კი­ვილს ატე­ხავ­დით, ან ერთი, ან მერე რო­მე­ლი­მე ევ­რო­პელს ეთ­ქვა, ან გა­ე­კე­თე­ბი­ნა,“ - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ირა­ნის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალი მო­ჯა­ნიმ თა­ვის ფე­ის­ბუ­კის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც ის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას­თან დგას, ფა­სად­ზე ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ფრეს­კაა გა­მო­სა­ხუ­ლი და წერს:

“დე­დო­ფალ ქე­თე­ვა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თბი­ლის­ში ირა­ნის სა­ელ­ჩოს ფა­სად­ზე ამ სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს ფა­სა­დი დე­დო­ფალ ქე­თე­ვა­ნის ულა­მა­ზე­სი და წმინ­და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით გა­ნათ­და.

ჩემ­თვის ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ხსოვ­ნას არ უკავ­შირ­დე­ბა; ის იმ ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა, რომ­ლის შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რია არ­სე­ბობს.

მალე ამ გვერ­დის მკი­თხვე­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რებ ჩემ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვის შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა რო­გორც დე­დო­ფალ ქე­თე­ვანს, ისე ირან­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცულ დო­კუ­მენ­ტებ­სა და ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა არ იქ­ნე­ბა არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია და არც პრე­ტენ­ზია იმი­სა, რომ ქე­თე­ვა­ნის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო სი­ტყვას ვამ­ბობ; ეს იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­კო­სის პი­რა­დი ხედ­ვა და შე­ფა­სე­ბა კვლე­ვის ამ ეტაპ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს შე­ფა­სე­ბა მო­მა­ვალ­ში უნდა შე­ივ­სოს, გა­ა­ნა­ლიზ­დეს, კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ი­ხე­დოს ან შეს­წორ­დეს და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი თუ ირა­ნე­ლი მკვლევ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

შე­საძ­ლოა, მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბა წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მე­ტად, დღეს ერ­თმა­ნე­თის უკეთ და ღრმად გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს”, - და­წე­რა ალი მო­ჯა­ნიმ.

ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი 1614 წელს ირა­ნის ლაშ­ქრო­ბე­ბის დროს მძევ­ლად წა­იყ­ვა­ნეს ირან­ში. ირა­ნის შა­ჰის, აბას I-ის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მან უარი გა­ნა­ცხა­და ის­ლა­მის მი­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც 1624 წელს შა­ჰის ბრძა­ნე­ბით სას­ტი­კად აწა­მეს და მოკ­ლეს.მისი მო­წა­მებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ აღ­წე­რი­ლია ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წყა­რო­ებ­ში.

capture-1790699191.jpg