კახა კინწურაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - მსახიობის მეგობარი მიმართვას ავრცელებს
მსახიობ კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. როგორც მისი მეგობარი მაშო სამადავშილი ავრცელებს, კახას დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, აქამდე შესაძლებელი იყო თანხების გაუხმაურებლად მობილიზება. ამ ეტაპზე კი საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი.
“მეგობრებო, გაწუხებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ჩვენი ძვირფასი კახა კინწურაშვილის დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, აქამდე შესაძლებელი იყო თანხების გაუხმაურებლად მობილიზება. ამ ეტაპზე საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი.
მჯერა, რომ ამ თანხის საერთო ძალებით მობილიზებას შევძლებთ. მჯერა, იმიტომ რომ არაერთი მაგალითი გვაქვს და იმიტომაც რომ ყველა ასეთ საქმეში კახა ჩემი პირველი მხარდამჭერია.
მიმღები: კახაბერ კინწურაშვილი
#GE32BG0000000668376600
#GE35TB5641945061600002,“ - ავრცელებს სამადაშვილი.