loader

რა ხდებოდა 5 წამით ადრე უმძიმეს ავარიამდე, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა: სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ბათუმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა 5 წამით ადრე უმძიმეს ავარიამდე, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა: სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ბათუმიდან

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - ვიდეოს "TV პირველი" ავრცელებს.

ცნობისთვის, აჭარაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა - მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაშავებული იყო ბავშვის დედა, თუმცა ოჯახის ახლობელმა ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში უარყო და გვითხრა, რომ ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა და ბავშვი მამიდას ჰყავდა.