loader

უკრაინასთან მატჩამდე ახალმა მწვრთნელმა განაცხადში ცვლილებები შეიტანა - ვინ დაუბრუნდა ნაკრებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინასთან მატჩამდე ახალმა მწვრთნელმა განაცხადში ცვლილებები შეიტანა - ვინ დაუბრუნდა ნაკრებს?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი, დღეს, 28 სექ­ტემ­ბერს, "ერთა ლი­გის" გა­თა­მა­შე­ბა­ში მე­ო­რე შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს და თბი­ლის­ში, დი­ნა­მო არე­ნა­ზე უკ­რა­ი­ნას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

მან­დამ­დე ჩვე­ნი გუნ­დი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას შეხ­ვდა და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 0-1 დათ­მო.

რაც შე­ე­ხე­ბათ უკ­რა­ი­ნე­ლებს, მათ პირ­ვე­ლი თა­მა­ში უნ­გრეთ­თან მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბით - 0-1 მო­ი­გეს.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას­თან წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ სა­ქარ­ტვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა ვილი სა­ნი­ოლ­მა და ის რა­მაზ სვა­ნა­ძემ შეც­ვა­ლა. სვა­ნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი დღეს პირ­ველ შეხ­ვედ­რას ჩა­ა­ტა­რებს.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ რა­მაზ სვა­ნა­ძემ გუნდში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. Geo Team-ის ცნო­ბით, მან საბა სა­ზო­ნო­ვი და საბა ლობ­ჟა­ნი­ძე უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩის გა­ნა­ცხად­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­მატ­ჩო გა­ნა­ცხადს მიღ­მა 5 ფეხ­ბურ­თე­ლი დარ­ჩა: ილია ბე­რი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ ლო­მი­ნა­ძე, ვლა­დი­მერ მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი აბუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გა­გუა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნელ­მა მწვრთნელ­მა, მი­რონ მარ­კე­ვიჩ­მა მატ­ჩამ­დე ცოტა ხნით ადრე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. განაგრძეთ კითხვა