"რა საშინელი ამბავია, თავზარი დაგვეცა..." - მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტრაგიკულად დაიღუპა
მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საქართველოს მოტო ფედერაცია" ავრცელებს.
დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავისკენ მიმავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.
"რობანა უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და დისციპლინებული სპორტსმენი იყო ქართულ ავტო-მოტო სპორტში ძალიან ვწუხვარ..."
"საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ..."
"თავზარი დაგვეცა..."
"რა საშინელი ამბავია..."
"სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ტრეკზე სიარულსო! ავტოავარიაში დაიღუპა"