loader

როგორ ემშვიდობება ვილი სანიოლი საქართველოს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ემშვიდობება ვილი სანიოლი საქართველოს?

ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ის­ტო­რი­ა­საც კი ოდეს­ღაც აქვს და­სას­რუ­ლი. ახლა კი ჩემ­თვის დამ­შვი­დო­ბე­ბის დრო დად­გა, პა­ტი­ვის­ცე­მით, მად­ლი­ე­რე­ბი­თა და ღირ­სე­ბით. აქ მხო­ლოდ კო­ლე­გებ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს არ ვტო­ვებ, აქ ვტო­ვებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლი, ღრმა მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, - ამ სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბა ვილი სა­ნი­ო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ხალ­ხს.

"ძვირ­ფა­სო სა­ქარ­თვე­ლო, გა­ვი­და ექ­ვსი და­უ­ვი­წყა­რი წელი, სავ­სე ემო­ცი­ე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბი­თა და უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით, რომ­ლებ­საც მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გულ­ში ვა­ტა­რებ. მად­ლო­ბას ვუხ­დი ამ ქვე­ყა­ნას ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან ჩემ­თვის გა­ა­კე­თა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას და ჩემს მო­თა­მა­შე­ებს. თქვენ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­მე­ცა­და ისე­თი ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არას­დროს მიგ­რძვნია, და ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებ.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ის­ტო­რი­ა­საც კი ოდეს­ღაც აქვს და­სას­რუ­ლი. ახლა კი ჩემ­თვის დამ­შვი­დო­ბე­ბის დრო დად­გა, პა­ტი­ვის­ცე­მით, მად­ლი­ე­რე­ბი­თა და ღირ­სე­ბით. აქ მხო­ლოდ კო­ლე­გებ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს არ ვტო­ვებ, აქ ვტო­ვებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლი, ღრმა მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და.

მე­გობ­რო­ბას, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ვა­კავ­ში­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემს გულ­ში მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა. მთე­ლი გუ­ლით გი­სურ­ვებთ ნა­თელ მო­მა­ვალს, რად­გან თქვენ ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებთ.

მად­ლო­ბა ამ ექ­ვსი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წლის­თვის.ნახ­ვამ­დის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მალე ისევ შევ­ხვდე­ბით", - წერს ვილი სა­ნი­ო­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვილი სა­ნი­ოლ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი და­ტო­ვა. 2028 წლის ბო­ლომ­დე ნაკ­რებს ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი რა­მაზ სვა­ნა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.