loader

"ბავშვები დაპანიკებულები არიან..... დღესაც დილიდან ყველაფერი ღია გვაქვს, ძლივს ვსუნთქავდით" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვები დაპანიკებულები არიან..... დღესაც დილიდან ყველაფერი ღია გვაქვს, ძლივს ვსუნთქავდით" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან?

"გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება. გუშინ ღამით ბეწვზე გადავრჩით ყველანი. დიახ, როგორც აღვნიშნე დენის მრიცხველებს გაუჩნდა ცეცხლი. დამწვარია კაბელები. არის მეორე მრიცხველი ჩემს წინ და შესამოწმებელია. გუშინ შემთხვევით ისევ ჩაირთო შუქი ამ მდგომარეობისას და ლამის ცუდი შედეგი მივიღეთ....

ბავშვებიც დაპანიკებულები არიან..... დღესაც დილიდან ყველა ყველაფერი ღია გვაქვს ძლივს ვსუნთქავდით. არავინ მოსულა ჯერ ისევ, ვართ შეშინებულები ყველანი. ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობააა ჩვენ სადარბაზოში ყველა მხრივ, გთხოვთ იქნებ დაგვეხმაროთ, ავარიულია სადარბაზო ისედაც ბზარებია. კიბე და კედლები დაშორდა ერთმანეთს, ახლა ეს დაგვემატა, სრულად გადამწვარია ყველაფერი პირველ სართულზე, კიდევ კარგი გვეღვიძა და რეაგირება გვქონდა ხალხს, თორემ შესაძლოა, ვერც გაგვეგო ღამე ისე გავიგუდებოდით ყველა," - წერენ გლდანის ჯგუფში და კადრებს აქვეყნებენ.