loader

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რე არაგვზე ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­გის­ტრა­ლის ახალ მილ­ზე გა­და­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დათ­ქმულ დროს და­ი­წყო.

"26 სექ­ტემ­ბერს, 03:00 სა­ათ­ზე, ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლურ მილ­ში წყლის მი­წო­დე­ბა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად შე­წყდა. სის­ტე­მის დაც­ლის შემ­დეგ, 06:00 სა­ათ­ზე, მოქ­მე­დი მა­გის­ტრა­ლის ახალ, უკვე მო­წყო­ბილ მილ­ზე გა­და­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო.სა­მუ­შა­ო­ე­ბი, დღის და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვეტ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი. გეგ­მის მი­ხედ­ვით, უშუ­ა­ლო გა­და­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ათს გას­ტანს.

გა­და­ერ­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა სის­ტე­მის წყლით შევ­სე­ბა, რის შემ­დე­გაც აბო­ნენ­ტე­ბის­თვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ბა. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნა 27 სექ­ტემ­ბერს, 15:00 სა­ა­თამ­დე იგეგ­მე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის 26-ე კი­ლო­მეტრზე, მდი­ნა­რე არაგვზე მშე­ნე­ბა­რე ახა­ლი ხი­დის გამო, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მი­სას­ვლე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის მო­წყო­ბის ეტაპ­ზე გა­და­დის.

ხიდ­თან მი­სას­ვლე­ლი გზის სამ­შე­ნებ­ლო არე­ალ­ში თბი­ლი­სის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­გის­ტრა­ლუ­რი მილი გა­დის. მის გა­და­სა­ტა­ნად ახა­ლი მილი მო­ე­წყო და ახლა მოქ­მე­დი ქსე­ლი სწო­რედ მას­ზე ერ­თდე­ბა.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­თან“ კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს უწევს. პრო­ცე­სის შე­სა­ხებ გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ვაწ­ვდით.

კი­დევ ერთხელ ვუხ­დით ბო­დიშს თი­თო­ე­ულ აბო­ნენტს შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.