loader

რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი თბი­ლის­ში, დი­ნა­მო არე­ნა­ზე ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 0-1 და­მარ­ცხდა. სტუმ­რებ­მა გა­მარ­ჯვე­ბის გოლი და­მა­ტე­ბით დრო­ში გა­ი­ტა­ნეს. მა­ნამ­დე კი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას 11-მეტ­რი­ა­ნი­დან ჰქონ­და გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი, თუმ­ცა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

მატ­ჩის შემ­დეგ "კვა­რამ" გულ­შე­მატ­კი­ვარს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"ალ­ბათ ყვე­ლა ვხვდე­ბით რომ ძა­ლი­ან ცუდი მატ­ჩი ვაჩ­ვე­ნეთ. ასეთ გუნდთან ასე წა­გე­ბა... სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ რა შე­იძ­ლე­ბა ვთქვა. ვფიქ­რობ­დით და რო­გორც თა­მაშ­მა აჩ­ვე­ნა, ალ­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენ უნდა გვქო­ნო­და. სა­კუ­თარ თავ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­კენ ხელი არ უნდა გა­ვიშ­ვი­როთ. მეც და ბი­ჭე­ბიც ჩვენ თავ­ზე ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ვგრძნობ ასევ თქვათ, ამ და­ნა­შა­ულს... და­ნა­შა­ულს და­ვარ­ქმევ­დი.

პი­რა­დად მე სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ დღე­ვან­დელ მარ­ცხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ბო­დიშს მო­ვუხ­დი ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. 28-ში კი­დევ ერთი შან­სი გვექ­ნე­ბა და იმე­დია გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

მო­ე­დან­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­სულ ბავ­შვებს თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბო­დიშს მო­ვუხ­დით, როცა ჰიმ­ნი და­ი­წყო, ისე­თი მუხ­ტი ვიგ­რძე­ნი რომ მე­გო­ნა მო­ე­და­ნი გულ­შე­მატ­კივ­რით სავ­სე იყო. მად­ლო­ბა ამ ბავ­შვებს, იდე­ა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნეს. ბო­დი­ში მათ, რომ ასე მო­უ­წი­ათ თა­მა­შის შემ­დეგ წას­ვლა", - თქვა კვა­რა­ცხე­ლი­ამ

ცნო­ბის­თვის, "ერთა ლი­გის" მო­რიგ მატჩს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. თა­მა­ში 28 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა.