loader

საქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ასთან დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ასთან დამარცხდა

ერთა ლი­გის B დი­ვი­ზი­ო­ნის პირ­ველ ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას უმას­პინ­ძლა, მატ­ჩი დას­რულ­და ჩვე­ნი სა­მარ­ცხვი­ნო მარ­ცხით, ან­გა­რი­შით 0:1.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა ძა­ლი­ან უღიმ­ღა­მოდ და ინერ­ტუ­ლად ჩა­ა­ტა­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ასე­თი ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, დვა­ლი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, გოგ­ლი­ჩი­ძე, ხა­რე­ბაშ­ვი­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, კვერ­ნა­ძე, მი­ქა­უ­ტა­ძე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ნი­ოლ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა სცა­და ამ შე­მად­გენ­ლო­ბით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში აუხ­სნე­ლია, რა­ტომ და­ტო­ვა სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე ჩაკ­ვე­ტა­ძე და კი­ტე­იშ­ვი­ლი.

მე­ო­რე ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ცვლი­ლე­ბით და­ი­წყო - სა­ნი­ოლ­მა ხა­რე­ბაშ­ვი­ლის ნაც­ვლად გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე შე­იყ­ვა­ნა, რა­მაც აშ­კა­რად გა­აქ­ტი­უ­რა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი.

53-ე წუთ­ზე კვა­რა­ცხე­ლი­ამ მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან ჩაკ­ვე­ტა­ძეს მი­ა­წო­და ბურ­თი, რო­მელ­მაც უზუს­ტე­სი პასი მის­ცა მი­ქა­უ­ტა­ძეს, ამ უკა­ნას­კნე­ლის დარ­ტყმუ­ლი კი ირ­ლან­დი­ელ­თა მე­კა­რემ დიდ ძა­ლის­ხმე­ვით მო­ი­გე­რია.

62-ე წუთ­ზე, კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ჯა­რი­მო­ში ბურ­თის ჩა­წო­დე­ბი­სას, მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი და­ე­ცა, ეპი­ზო­დი ვარ-ზე გა­და­მოწ­მდა, რის მე­რეც თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა.

ჩრდ. ირ­ლან­დი­ის კარ­ში პე­ნალ­ტი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­არ­ტყა, რო­მე­ლიც ბურ­თი მე­კა­რემ აიღო.

75-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი აშ­კა­რა გოლს გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

მა­ლე­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და - მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი­სა და კვერ­ნა­ძის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი და ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი შე­ვიდ­ნენ. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლის დარ­ტყმა მო­ი­გე­რია ირ­ლან­დი­ელ­თა მე­კა­რემ გა­ჭირ­ვე­ბით.

85-ე წუთ­ზე ჩარლ­ზის დარ­ტყმის შემ­დეგ უკვე ჩვენ გა­დავ­რჩით - მისი დარ­ტყმუ­ლი მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ას­ცდა.

და­მა­ტე­ბით წუ­თის ბოლო წა­მებ­ზე ჩრდ. ირ­ლან­დი­ე­ლებ­მა შეძ­ლეს ჩვე­ნი კა­რის და­ლაშ­ქვრა - ბურ­თი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ჩარლზ­მა გა­უ­ტა­ნა. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში 0:1 და­ფიქ­სირ­და.

დას­კვნის­თვის მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ასე შორს ვერ გავფრინ­დე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, UEFA-ს რე­გუ­ლა­ცი­ის გამო დღე­ვან­დე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი მა­ყუ­რებ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და. ამის მი­ზე­ზი სომ­ხეთ­თან მატ­ჩის ბო­ლოს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და.