თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:
"თითქმის ერთი თვეა რაც გლდანის ციხის უდანაშაულო პატიმარი ვარ.
ამ პატარა, ბოროტმა კაცუნებმა სატელეფონო საუბრებიც კი ამიკრძალეს დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან.
დღეს ჩემი ადვოკატისგან გავიგე, რომ ჩემგან “შეშინებულ და ჩას**ილ” ვინმე შაკო კუჭაშვილს, რომელმაც გაბედა და ხელით შემეხო, ადვოკატი აუყვანია და თავის მართლება დაუწყია, ელიზბარაშვილი ტყუილს ამბობს, ხელი არ დამირტყიაო.
რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა, რასაც მოთმინებით ვპასუხობდი, არ მინდოდა რომ ამ შვიდ პატარა, ბოროტ კაცუნას მეუღლის თვალწინ ვეცემე. როცა მეუღლე იქვე რესტორანთან ახლოს სახლში მივიყვანე, დავტოვე და უკან მოვბრუნდი რესტორანში, მარტო და უიარაღო ვაჟკაცს დიდი გულის კაცს, თამაზ ელიზბარაშვილს, იქ ამ შვიდი კაცუნიდან აღარავინ დამხვდა. გაქცეულან მილიციაში (და არა პოლიციაში) და შვიდივე კაცუნამ საჩივარი დაწერა, თამაზი ბიძიამ დაგვიბარა, ცოლს ავიყვან სახლში, დავბრუნდები და ყურს აგიწევთო. მილიციისთვის კი ეს საჩივარი საკმარისი იყო იმისთვის რომ შემოვარდინილიყვნენ ჩემს სახლში საჩხრეკად. ჩემი 8 თვის პატარა ნიკოლოზის რბილი თოჯინებიც კი გამოშინგეს, და შიგ რას ეძებდნენ ეს “დოქსოპოლოები”? ეს არ იკმარეს და ჩემი ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედის სახლიც გაჩხრიკეს, მწოლიარე დედა საწოლიდან გადააწვინეს იქვე ტახტზე და მისი ლოგინიც კი გაჩხრიკეს ამ ბინძურმა “დოქსოპოლებმა”. და გონიათ რომ ამ ბოროტებით გული მატკინეს! რას ეძებდით თქვენ ურჯულოებო? ის რითაც მე თავი მომწონს ჩემი ბიჭობით და კაცობით მკერდში მიდევს , დიახ მკერდში მიდევს ის რაც თქვენ არ გაქვთ, არ გაქვთ იმიტომ რომ უდედოს ხართ გაზრდილი და ძარღვებში სისხლის მაგივრად ფეკალიები გიდუღთ! მე დღეს აქ გლდანის ციხის საკანში გამოკეტილი თქვენზე თავისუფალი, ამაყი და ძლიერი ვარ, თქვე წუპაკო მამაძაღლებო!!"- წერს თამაზ ელიზბარაშვილი.