ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე, მიქაუტაძე.
მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.