loader

ცნობილია 85 წლის ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვარ­ელში, კაც­მა საკუთარ სახლში მოკლა - სასტიკი დანაშაულის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია 85 წლის ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვარ­ელში, კაც­მა საკუთარ სახლში მოკლა - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცნო­ბი­ლია 85 წლის ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კაც­მა მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით სახ­ლის დაწ­ვა სცა­და.

რო­გორც “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან“ წერს, სო­ფელ ალ­მატ­ში მოკ­ლუ­ლი 85 წლის ქალი ელი­კო ასა­ბაშ­ვი­ლია.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუ­ცი ცივი ია­რა­ღით არის მოკ­ლუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ასა­ბაშ­ვი­ლი სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და. თავ­დამ­სხმე­ლი მას­თან სა­ვა­რა­უ­დოდ, გვი­ან ღა­მით შე­იჭ­რა და თან­ხის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და. მას შემ­დეგ, რაც სახ­ლში ფული ვერ იპო­ვა, ქალს ცივი ია­რა­ღით რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ შე­ი­ტყვეს, რაც ასა­ბაშ­ვი­ლის სახლზე კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს.

“საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არის. მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­მო­კი­თხვა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო,“ - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ყვა­რელ­ში კაც­მა 85 წლის ქალი მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით სახ­ლის დაწ­ვა სცა­და. თავ­დამ­სხმე­ლი სახ­ლში სა­ვა­რა­უ­დოდ გვი­ან, ღა­მით შე­იჭ­რა. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქალ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თხი­ლი გა­ყი­და და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა აიღო. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, თავ­დამ­სხმელ­მა თან­ხა ვერ იპო­ვა, რის შემ­დე­გაც სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და კვა­ლის და­ფარ­ვას შე­ე­ცა­და.