“დღეს გავიგე, რომ შვიდივე ,,ტიტუშკას’’ ადვოკატი აუყვანია და მე შემომითვალეს…” - თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:
"მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში მიდგას ამ პატარა ბოროტ, მშიშარა კაცუნების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ ეგონათ, რომ ჩემი ციხეში გამოკეტვით და წამებით შემაშინებდნენ, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა და ამ ბოროტებით ტკბებიან ეს ,,დოქსოპოლოები’’.
ცხოვრებაში არასდროს არავისი შემშინებია. თუნდაც ის რაც იმ შვიდმა, ქვეშაფსია პატარა კაცუნებმა იკადრეს იმ დღეს, მეუღლესთან მყოფი მარტო კაცის შეშინება მოინდომეს და აი იქ მოეხნათ დედის ლეჩაქი. გულზე ხელის დადებით უიარაღო ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, ისე შავაშინე TV-იმედის ეს შვიდი ,,ტიტუშკა’’, საცვალში ჩაისვარეს და ასე ,,ჩაჯ***ებმა’’ მიირბინეს პოლიციაში, ვაიმე გვიშველეთ, თამაზი ბიძიამ შეგვაშინა და სასწრაფოდ დაიჭირეთო.
პოლიციის ,,დოქსოპოლოებმაც’’ მაშინვე შეასრულეს, რუსული საქმისათვის დასანქცირებული TV-იმედის ,,ჩა***ლი’’ თანამშრომლების მოთხოვნა.
დღეს გავიგე, რომ ამ შვიდ ჩასვრილ TV-იმედის შვიდივე ,,ტიტუშკას’’ ადვოკატი აუყვანია და მე შემომითვალეს, აღიაროს ელიზბარაშვილმა, რომ ჩვენ დაგვემუქრა ,, ჩაგვ***ინა’’ და საჩივარს უკან გავიტანთო. ხო და ხო მიხვდით რას შევუთვლიდი?. ,,წადით თქვენი ოხერი და მშიშარა ….!!!’’ - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.