"როგორც მეღვინე, თავს უფლებას ვაძლევ ეს ვთქვა..." - რა თქვა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურძნის ფასის ცვლილების შემდეგ?
„საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება.
ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდონარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.