რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე?
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება.
ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა.
მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პატრიარქ ილია მეორის წმინდანად „დაუყოვნებლივ შერაცხვა“, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდის წევრები პატრიარქ ილია მეორის კანონიზაციის საკითხზე სამსჯელოდ, სწორედ ამ 3 წლის გასვლას ელოდებიან.
„ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არ არის არავინ საერთოდ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა მოვიცადოთ. მე მაგალითად, არ მესმის, რატომ უნდა მოვიცადოთ და რატომ არ შეიძლება, რომ გამოიტანოს წმინდა სინოდმა ეს დასკვნა, მით უმეტეს, არსებობს ასეთი წესი. საერთოდ, წმინდანად შერაცხვის წესი ლათინური სამყაროდან არის ჩვენთან შემოსული. ჩვენთან პირდაპირ ლოცვებში იხსენიებდნენ და ხატს ჰკიდებდნენ ხოლმე, ეს იყო წმინდანად შერაცხვა. კანონიზაციის წესი რაც არის, დასავლეთ ეკლესიიდან არის შემოსული და იქ არსებობს ასეთი წესი, ჰქვია „სანტო სუბიტო“- წმინდანი დაუყოვნებლივ, წესია ასეთი. როცა ჩვენი სინოდი გადაწყვეტს, ჩვენ საყოველთაო თაყვანისცემა მაშინ გვექნება. ჩემს ეპარქიაში პატრიარქისადმი ნდობა გვაქვს გამოცხადებული, ხატი ჰკიდია მისი ჩვენთან და ჩვენ აქ რა უფლებაც გვაქვს, იმის მიხედვით შერაცხილი გვყავს წმინდანად, ვიხსენებთ როგორც წმინდანს. განაგრძეთ კითხვა>>>