კახა კალაძე ლაშა ფარულავას სკანდალურ განცხადებას პასუხობს
გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე ენტეროვირუსის სიმპტომების გამოვლენის გამო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.