loader

პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პრო­კუ­რორ თა­მარ ია­კო­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე ერთ-ერთ მსჯავ­რდე­ბუ­ლის მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვი­ლის მი­მართ ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბას ითხოვს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ უნდა შე­ა­ფა­სოს სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბა, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

მისი თქმით, არ­სე­ბობს რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის გა­მოც პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­ყან­წიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბას ითხოვს.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ა­სა­ჩივ­რა ერთ-ერთ მსჯავ­რდე­ნულ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ნა­ჩე­ნი სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში. ეს არის მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვი­ლი. სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მათ შო­რის ქმე­დე­ბე­ბის ხა­სი­ა­თის სპე­ცი­ფი­კა, თა­ვად მსჯავ­რდე­ბუ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ქმე­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით. აღი­ა­რე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის, მსჯავ­რდე­ბუ­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა შე­ა­ფა­სოს კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ამ მთხვე­ვა­ში, სას­ჯე­ლის მიზ­ნე­ბი, რაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ბრალ­დე­ბუ­ლის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან,პრე­ვენ­ცი­ი­დან და რა ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბიც გა­აჩ­ნია სას­ჯელს, რომ თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი - აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მიზ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბით ბრალ­დე­ბის მხა­რემ მი­იჩ­ნია, რომ უნდა წარ­მო­ედ­გი­ნა სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლი სას­ჯე­ლი დამ­ძი­მე­ბის ნა­წილ­ში ", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ია­კო­ბი­ძემ.

გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ერთ-ერმა მსჯავ­რდე­ბულ­მაც მი­მარ­თა, თუმ­ცა ვინ, თა­მარ ია­კო­ბი­ძემ არ და­ა­კონ­კრე­ტა.

"ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ ერთ-ერ­თმა მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რეს მო­მარ­თა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თუმ­ცა კონ­კრე­ტი­კის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ნო­ბია, რად­გა­ნაც მდი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი. რო­გორც კი გვექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პო­ზი­ცია, შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ მხა­რე­ებს. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი რომ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამას გი­დას­ტუ­რებთ, თუმ­ცა მიღ­წე­უ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ია­კო­ბი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას,ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვილს პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ 5000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.