სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტრაგედიის რა დეტალები ხდება ცნობილი?
სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რენდი გერბერის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო ექსპერტიზის ჩანაწერების თანახმად, პრესლი გერბერი კვირას, 20 სექტემბერს, რეაბილიტაციის ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.ოჯახის წარმომადგენელმა ალი ჯენკინსმა CBS-ს განუცხადა, რომ ოჯახი ამ მძიმე პერიოდში პირადი ცხოვრების დაცვას ითხოვს.
პრესლი გერბერი დედისა და უმცროსი დის, კაია გერბერის მსგავსად, მოდელი იყო. კარიერა მან მოზარდობის ასაკში დაიწყო და პოდიუმზე პირველად Moschino-ს ჩვენებაზე გამოჩნდა. მოგვიანებით კი ისეთი ბრენდების ჩვენებებსა და კამპანიებში მონაწილეობდა, როგორებიცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta.
მისი მამა, რენდი გერბერი, ბიზნესმენია და მსახიობ ჯორჯ კლუნისთან ერთად ტეკილას ბრენდ Casamigos ფლობს. განაგრძეთ კითხვა>>>