loader

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი - ბერძნულ მედიაში ქართველი მძარცველების ვიდეოკადრები გამოქვეყნდა: "წებოს კვალით ამოწმებდნენ, იყო თუ არა ბინა ცარიელი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი - ბერძნულ მედიაში ქართველი მძარცველების ვიდეოკადრები გამოქვეყნდა: "წებოს კვალით ამოწმებდნენ, იყო თუ არა ბინა ცარიელი"

სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ძარ­ცვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლის წევ­რე­ბიც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნე­ბის გა­ქურდვას წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი სქე­მით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად კორ­პუს­ში შე­დი­ოდ­ნენ, სა­სურ­ველ ბი­ნას არ­ჩევ­დნენ და კარ­სა და ჩარ­ჩოს შო­რის წე­ბოს მცი­რე კვალს ტო­ვებ­დნენ. მე­ო­რე დღეს ამოწ­მებ­დნენ, ისევ ად­გილ­ზე იყო თუ არა ის. თუ კვა­ლი უც­ვლე­ლი დახ­ვდე­ბო­დათ, მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ბი­ნის კარი არა­ვის გა­უ­ღია და მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისევ სახ­ლში არ იყ­ვნენ. განაგრძეთ კითხვა>>>