loader

ქობულეთში, რკინიგზასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა - რა ვითარება ადგილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში, რკინიგზასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა - რა ვითარება ადგილზე?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან მეწყრული პროცესი განვითარდა.

როგორც ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერის ინფორმაციით, ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათი თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა.

ცნობისთვის, ძლიერი წვიმაა აჭარაში, უხვმა ნალექმა ცალკეული პრობლემები შექმნა: ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.