loader

ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ტრაგედია სიღნაღში: რა დეტალები ხდება ცნობილი შემთხვევის ადგილიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ტრაგედია სიღნაღში: რა დეტალები ხდება ცნობილი შემთხვევის ადგილიდან?

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ „ფორდთან“ მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი 50 წლის მამაკაცია, მეორე კი 30 წლამდე.

ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.