loader

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გელა გე­ლა­ძეს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა და­ე­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და­ე­ვა­ლა.

„სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის „დ“ ქვე­პუნ­ქტის, მე-7 პუნ­ქტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 5 თე­ბერ­ვლის №73 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის და­სა­ცავ პირ­თა ნუს­ხის“ მე-2 პუნ­ქტის „ბ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს – გელა გე­ლა­ძეს და­ე­ნიშ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა, შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გას­ვლამ­დე, 2027 წლის 15 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“,- ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც 15 სექ­ტემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა.

გელა გე­ლა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 14 სექ­ტემ­ბერს და­წე­რა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოს­ტი თა­მაზ ბო­რაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.