გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
მსახიობი გიორგი ყიფშიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოულოდნელად დახურვას ვიდეომიმართვით ეხმაურება. მსახიობის თქმით, მხოლოდ გუშინ საღამოს შეატყობინეს, რომ ბავშვი მეორე დღეს სკოლაში აღარ მიეყვანა, რადგან შენობა სარემონტოა და შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.