"იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილზე?
მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.