loader

"სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე დაბ­რუნ­და თურ­მე ლო­მი­სი­დან და­კარ­გვის შემ­დგომ და შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს გურამ დადიანიძის საქმეში ახალი მოწმე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე დაბ­რუნ­და თურ­მე ლო­მი­სი­დან და­კარ­გვის შემ­დგომ და შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს გურამ დადიანიძის საქმეში ახალი მოწმე?

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დის საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რო­გორც გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი აცხა­დე­ბენ, გა­მოჩ­ნდა ახა­ლი მოწ­მე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს რომ მლე­თის ექ­სკურ­სი­ის შემ­დეგ, მას შემ­დეგ რაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­და, მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა გუ­რა­მი.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დამ ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა. რო­გორც მან “პირ­ვე­ლებს“ გა­ნუ­ცხა­და, მას და­უ­კავ­შირ­და მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს რომ 12 წლის წინ, რო­დე­საც მლე­თა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­და, მან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა მლე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ა­წო­და. რო­გორც გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა აღ­ნიშ­ნავს, გა­მო­ძი­ე­ბას მას­თან ჰქონ­და კი­თხვე­ბი გუ­რა­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ნივ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, ამის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ა­წო­და, რად­გან არ ფლობს.

“ისეთ თე­მა­ზე და­მი­ბა­რეს, რომ აქ მე არ უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე, მა­მი­და უნდა და­ე­ბა­რე­ბი­ნათ. იმი­ტომ, რომ როცა ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ი­დან დაბ­რუნ­დნენ, ნივ­თე­ბი - კერ­ძოდ ხურ­და, რო­მე­ლიც გუ­რი­კას ჰქონ­და, გა­და­ე­ცა მა­მი­დას. ეს ამ­ბა­ვი მე არ ვი­ცო­დი.

ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ხურ­და რა­ტომ მი­უ­ტა­ნეს მა­მი­დას. არც ის ვიცი ვინ მი­უ­ტა­ნა... გუ­რი­კას ჯიბე არ ჰქონ­და? გუ­რი­კას და­კარ­გვის მე­ო­რე დღეს ხურ­დე­ბი გა­და­ე­ცა მა­მი­დას,“ - აცხა­დებს სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

ად­ვო­კატ ნუცა თო­ფუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათ ახა­ლი მოწ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს გა­დას­ცეს.

“ახა­ლი მოწ­მე ესა­უბ­რა ჩვე­ნი გუნ­დი­დან ერთ-ერთს და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე დაბ­რუნ­და თურ­მე ლო­მი­სი­დან და­კარ­გვის შემ­დგომ და შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.

ჩვენ სა­ხე­ლი, გვა­რი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას. იმე­დი გვაქვს რომ და­ი­ბა­რე­ბენ და გა­მო­კი­თხა­ვენ,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.