"ჩემთვისაც დედა განსაკუთრებული იყო, მინდა ყველას გთხოვოთ..." - კალაძის ემოციური პირდაპირი ეთერი
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერს, კახა კალაძეს დედა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მედეა შენგელია ჩაფიძის კლინიკაში დაიღუპა.
დღეს თბილისის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მძიმე დღეებში მისი ოჯახის გვერდით იყო.
"რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა... მინდა, ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია," - ამის შესახებ კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.