loader

მძიმე ავარია გორში - 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია გორში - 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა.

"ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება."- უთხრეს ქართლის ამბებს ტირძნისის საჯარო სკოლაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.