ამ წუთებში თბილისის ცენტრში სპეცოპერაციაა - რას ამბობენ ადგილობრივები?
საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე წერს და ადგილიდან ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ადგილზე 30-წლამდე ასაკის ორი გოგონა დააკავა. უწყების ცნობით, დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ისინი ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდნენ ადგილზე. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.