loader

რომელ სკოლებში დაიწყეს სწავლა ცნობილების შვილებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ სკოლებში დაიწყეს სწავლა ცნობილების შვილებმა?

სექტემბრის დადგომასთან ერთად, ათასობით ოჯახში ახალი, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი იწყება. პირველი ზარი, ლამაზად შერჩეული სასკოლო ფორმა, ახალი მეგობრები და ცოდნის სამყაროში გადადგმული პირველი ნაბიჯები - ეს ის მომენტებია, რომლებიც თითოეული მშობლისა და ბავშვის მეხსიერებას სამუდამოდ რჩება.

პირველკლასელები ცნობილი ოჯახებიდან

ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ვაჟი - დანიელ ნოზაძე

პირველკლასელია ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ვაჟი, დანიელი, რომელიც Buckswood-si gaagrZelebs swavlas. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი დანიელთან ერთად მისმა მშობლებმა და დებმაც გაიზიარეს:

"დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი. ჩემი მთავარი კაცი პირველ კლასში წავიდა. სიდონიას შეუთანხმდა, რომ მის ადგილს ღირსეულად დაიკავებს ბაღში. ნიაკომ ახალი შემართებით მეხუთე კლასის ათვლა დაიწყო. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერ, ფერად და წარმატებულ წელიწადს გისურვებთ ბავშვებსაც და მშობლებსაც", - დაწერა ია დუდაშვილმა.

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ქალიშვილი - ანნა სულაბერიძე

ტელეპროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა — მათი უფროსი ქალიშვილი, ანა, სკოლის მოსწავლე გახდა.

პატარა ანამ ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა და პირველ კლასში მივიდა. ამ განსაკუთრებულ დღეს მას გვერდით მოსიყვარულე მშობლები ედგნენ. ჯანეტმა და ნოემ სოციალურ ქსელში ოჯახური, თბილი ფოტოები გაუზიარეს გამომწერებს, სადაც ანას სკოლის პირველი დღის ემოციებია ასახული. განაგრძეთ კითხვა