რა თქვა მაია ბითაძემ მას შემდეგ, რაც პერმიერმა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა?
ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას, - ამის შესახებ მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ის კულტურის მინისტრად წარადგინა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მას მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილება აქვს.