loader

"თუ გურიკა ცუდათაა ან კომაშია, გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ - ნუ სტანჯავთ იქით გურის და აქეთ მე" - გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ გურიკა ცუდათაა ან კომაშია, გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ - ნუ სტანჯავთ იქით გურის და აქეთ მე" - გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

"თუ გუ­რი­კა ცუ­და­დაა ან კო­მა­შია, გთხოვთ და გე­მუ­და­რე­ბით, მი­მიყ­ვა­ნეთ მას­თან" - ამის შე­სა­ხებ 12 წლის წინ მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, მისი ერთი სი­ტყვა გუ­რამს თვა­ლებს აუ­ხელს.

"თუ გუ­რი­კა ცუ­და­დაა ან კო­მა­შია, გთხოვთ და გე­მუ­და­რე­ბით, მი­მიყ­ვა­ნეთ მას­თან. ჩემი ერთი სი­ტყვა გუ­რის­თვის თვა­ლის ახე­ლაა. გთხოვთ, გუ­რი­კამ­დე მი­მიყ­ვა­ნეთ. გე­მუ­და­რე­ბით, გული არ გაქვთ?! ნუ ტან­ჯავთ იქეთ გუ­რის და აქეთ მე"- წერს სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს. გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო. იმ ად­გი­ლას და მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სკა­ნე­რი, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.