loader

როგორ ეხმაურება ნინო ნადირაძე ყალბი რეცეპტის გაცემისთვის ბრალდებული ექიმის, მაია კოხტაშვილს დაკავებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ნინო ნადირაძე ყალბი რეცეპტის გაცემისთვის ბრალდებული ექიმის, მაია კოხტაშვილს დაკავებას

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყალ­ბი რე­ცეპ­ტის გა­ცე­მის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, მაია კოხ­ტაშ­ვილს და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"რა ფსკე­რი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი ექიმ­თან შეხ­ვი­დე, თავი შე­ა­ცო­დო, დრა­მა და­უდ­გა და მერე და­ა­ჭე­რი­ნო. ერ­თია და­გა­ვა­ლონ და მე­ო­რეა, გა­ა­კე­თო და კი­დევ ნევ­რო­ლო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტში, ღვთის წყა­ლო­ბით, ახ­მე­ტას სა­კუ­თა­რი ნევ­რო­ლო­გი ყო­ლია შე­იძ­ლე­ბა უხე­ში შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ, მრე­ცხა­ვი ვარ­დოს ის­ტო­რია მა­გონ­დე­ბა. არ არის ეს ქარ­თუ­ლი, არ მო­სუ­ლა, სულ ნუ გა­ნაც­დე­ბით," - წერს ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ხეთ­ში ყალ­ბი რე­ცეპ­ტის გა­ცე­მის ბრალ­დე­ბით ერთი ექი­მი და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტმა გელა მთივ­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ნევ­რო­პა­თო­ლოგ მაია კოხ­ტაშ­ვილს აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი მი­უგ­ზავ­ნეს, რო­მელ­მაც მას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა და უთხრა, რომ ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი დე­დის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბის გამო მისი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნა არ შე­ეძ­ლო.

კოხ­ტაშ­ვილს, დღეს სა­სა­მარ­თლომ 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ფარ­და. კოხ­ტაშ­ვილს სო­ლი­და­რო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს და 50 000 ლარი შე­უგ­რო­ვეს.