loader

რას ამბობს 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

თა­ვის დრო­ზე, ინ­გლის­ში იყო სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი, ამ­ჟა­მად მე-12 კლას­ში იმ­ყო­ფე­ბა. დედა სა­ზღვარ­გა­რე­თაა, ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ხუ­და­დოვ­ზე 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი ძი­ძი­გურ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მომ­ხდარს ნა­ნობს.„საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას აღი­ა­რებს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და­ვე­თან­ხმეთ. ინა­ნი­ებს, ნა­ნობს მომ­ხდარს, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და შო­კი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ის ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლად ნა­ნობს მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, აღ­ნიშ­ნულ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ჩვენ­თან არ სა­უბ­რობს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგდო და არა­ვინ ეხ­მა­რე­ბო­და, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წა­მებ­ში მოხ­და, მა­ლე­ვე მი­ვი­და პო­ლი­ცი­აც, და­რე­კი­ლი იყო 112-ში და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც მალე მი­ვი­და, თუმ­ცა, შე­დე­გი დად­გა.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გი­რა­ოს ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ქურ­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მე ად­ვო­კა­ტი არ ვყო­ფილ­ვარ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ შე­მო­დის. თა­ვის დრო­ზე, ინ­გლის­ში იყო სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი, ამ­ჟა­მად მე-12 კლას­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა, ინ­გლის­ში სწავ­ლა რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლა ვერ გე­ტყვით, ჩა­მო­ვი­და და ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და. დედა სა­ზღვარ­გა­რე­თაა, ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და, ბე­ბია მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, რომ თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა და სწორ გზა­ზე დამ­დგა­რი­ყო, ბე­ბი­ას რაც შე­ეძ­ლო, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გს უკე­თებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

თბი­ლის­ში ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს, დ.პ.-ს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს დ.პ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.