"არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარით დამირეკეს" - ასმათ ტყაბლაძე წერილს ავრცელებს
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემს ერთგულ ნაცნობ-მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ დუშეთის კულტურის განყოფილებიდან არ ყოფილა ჩემთან არანაირი სატელეფონო ზარი. მე დამირეკეს დუშეთის საკრებულოდან და მთხოვეს, რომ თანხმობა დავადასტურო დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე.
სიმართლე გითხრათ, უარის თქმა მინდოდა, რადგანაც მე არ ვარ მოტრფიალე მთავრობების მიერ მინიჭებული რეგალიების, მაგრამ ისე ამიხსნეს, რომ ვიფიქრე, ჩემ საყვარელ დუშელ ხალხს არ ვაწყენინო და დავთანხმდი წერილობით.
მავანთ არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარით დამირეკეს. ვინ სთხოვდათ?! - ჯერ გაერკვიათ მთავრობის ჩემდამი დამოკიდებულება და შემდეგ დაერეკათ. ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს. ღმერთი მაღალია და სამართლიანობას არჩევს. მე ღმერთს ვენდობი და ის განსჯის," - წერს ასმათ ტყაბლაძე.