loader

"მეორედ დამარტყა მეხმა, რამდენიმე კაპილარი მაქვს გახეთქილი - პირველმა მეხმა ფაქტიურად გამთიშა" - ქართველი მოგზაური, რომელსაც მეხმა მეორედ დაარყა ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეორედ დამარტყა მეხმა, რამდენიმე კაპილარი მაქვს გახეთქილი - პირველმა მეხმა ფაქტიურად გამთიშა" - ქართველი მოგზაური, რომელსაც მეხმა მეორედ დაარყა ვიდეომიმართვას ავრცელებს

“მე­ო­რედ და­მარ­ტყა მეხ­მა და კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ. რა ვიცი, ალ­ბათ ბე­დია, გა­მოც­დაა... სამ­ყა­რო რა­ღა­ცას მიმ­ზა­დებს, ან უბ­რა­ლოდ უნდა მი­ვეჩ­ვიო მე­ხის და­ცე­მას. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. უბ­რა­ლოდ რამ­დე­ნი­მე კა­პი­ლა­რი მაქვს გა­ხეთ­ქი­ლი. წო­ლი­თი რე­ჟი­მი გა­მო­მი­წე­რეს, თუმ­ცა ერთ ად­გი­ლას ვერ ვის­ვე­ნებ და... ცო­ტას მოვ­ფე­რი­ან­დე­ბი და უფრო მეტს მო­გიყ­ვე­ბით.

პირ­ველ­მა მეხ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად გამ­თი­შა - არა­ფე­რი მახ­სოვს. ახლა კი, წა­მის მე­ა­თასედ­ში, რამ­დე­ნი რამ მოხ­და... უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გე­ტყვით, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში ვარ და სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია. ჩანჩქერ­ზე ვი­ყა­ვი და მარ­ტო არ გახ­ლდით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­ლე­ვე მი­მიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა და შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გა­მო­ცა­ნაა და ჯერ პა­სუ­ხი არ მაქვს“, - ეს გახ­ლავთ ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რის ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა თა­ვის ფე­ის­ბუქ­მე­გობ­რე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ავ­რცე­ლა. განაგრძეთ კითხვა>>>>