loader

ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა, არიან დაღუპულები - კადრები შვეიცარიიდან: რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა, არიან დაღუპულები - კადრები შვეიცარიიდან: რა დეტალები ხდება ცნობილი?

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტობუსი გრაუბიუნდენის კანტონის სოფელ სუშთან ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავტობუსს ნიდერლანდელი ტურისტები გადაჰყავდა.

ნიდერლანდების ტურისტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა.

შვეიცარიის პოლიციამ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დააკონკრეტა.