"ასეთი კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 24 საათი კაბინეტში რიგში ედგნენ და მისი სადღეგრძელოთი იწყებდნენ და ამთავრებდნენ სუფრას, ჩემი აზრით, ცოტა არასწორია“ - კახიშვილი ღარიბაშვილზე
თუ დამნაშავეა [ირაკლი ღარიბაშვილი], აგოს პასუხი, რასაც სასამართლო მიუსჯის, მოიხადოს, მაგრამ რასაც მე ახლა ვუყურებ, ამას ჰქვია დამატებითი "შპილკაობა" და არ არის კარგი! , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.