საბაგირო გაწყდა და საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - რა არის ცნობილი აზერბაიჯაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ?
ტრაგედია აზერბაიჯანში - საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგირო გაწყდა, რის შემდეგაც ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.
ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.