"კარგი ამბების თქვენთვის გაზიარებას ვეღარც ვასწრებ…" - ეკა კუპატაძე ინფორმაციას ავრცელებს
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს:
"იმდენად დაკავებული ვარ სამართლისთვის ბრძოლით, რომ კარგი ამბების თქვენთვის გაზიარებას ვეღარც ვასწრებ… ხვალ ჩემი შვილიკოს მშობლიურ სოფელ ძევრში, 19:30 სთ-ზე, საფეხბურთო ტურნირზე „გიგას თასი“ გათამაშდება. ძევრელებო, ხვალ შევხვდებით…" - წერს ეკა კუპატაძე.