loader

"ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია" - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია" - ირმა ინაშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილი აწ უკვე მიბრძანებული მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია. ეს აჩვენებს, რა სისტემით იმართება დღეს ქვეყანა. ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაწყებული, ეს გუნდი მიზანმიმართული ცილისწამებებითა და დაბეზღებებით ებრძოდა არამარტო ღარიბაშვილს, ებრძოდა ჩვენს პარტიას, მებრძოდა მე… მათი მიზანი იყო, რომ გზიდან ჩამოეშორებინათ ნებისმიერი", - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

კითხვაზე, თუ ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაიწყო, რატომ მოექცა ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გავლენის ქვეშ და რატომ დაუჯერა მას, ინაშვილმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გავლენის ქვეშ მოექცეს, თუ მას გამუდმებით რაღაცას აწვეთებენ.

ამავდროულად, ინაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პარლამენტში „პატარა უზურპატორებად“ ყალიბდებოდნენ, ინაშვილი მმართველი გუნდის ლიდერებს ქვეყნის რეპრესიულ მმართველობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან ჩამოშორებისთვისაც ვითარება მწიფდება.

“ნუ გავაპრიმიტიულებთ პროცესს. ჯერ ერთი, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს. თქვენც რომ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც 24 საათის მანძილზე გიჩურჩულებთ რაღაცას, შესაძლოა, თქვენც მოექცეთ გავლენის ქვეშ. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას კობახიძე-მდინარაძის ტანდემს და ისრები ყოველთვის ბიძინა ივანიშვილზე გადაგაქვთ. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ორი ადამიანი ამ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეს ადამიანები [ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე] პარლამენტში პატარა უზურპატორებად ყალიბდებოდნენ, შემდეგ კი დიდი უზურპატორები გახდნენ. შემდეგ ამოაყირავეს საკანონმდებლო სისტემა, დანერგეს უკანონო კანონები, სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს. ცხადია, რაღაც ხდებოდა ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო ივანიშვილი და რაღაცის შესახებ არ იქნებოდა ინფორმირებული. ესენი ივანიშვილს არწმუნებდნენ, რომ ამით საზოგადოების კონტროლი ექნებოდათ, საზოგადოება დამშვიდდებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ივანიშვილი მათ რას ეუბნებოდა. იქნებ, სწორედ იმ პერიოდიდან მწიფდებოდა და იცვლებოდა ივანიშვილის დამოკიდებულება მაგალითად მდინარაძისადმი, რომელიც დღეს უკვე მიბრძანებულია. იქნებ დღეს ივანიშვილი იმისთვისაც არის უკვე მომწიფებული, რომ კობახიძე, რომელიც მუდმივად ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, ნელ-ნელა მიაბრძანოს დაკავებული თანამდებობიდან?