"სწორედ ეს იცის ნია იმნაძემ" - რა თქვა ეკა კუპატაძე ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენების მიცემამდე?
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენებას გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აძლევს.
როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული, დემეტრე კასრაძე ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარია. პროკურორის თქმით, ავალიანზე მომხდარი ძალადობის კადრები მას გაბაშვილმა ავალიანის გარდაცვალებამდე გადაუგზავნა.
ცნობისთვის, დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს დიდ დიღომში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად კი, მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.