ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - განათლების მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა
საქართველოს განათლების მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ეხება როგორც მოსწავლეების შეფასების სისტემას, ისე სკოლების ავტონომიას, არჩევით საგნებს, უცხოური ენების სწავლებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას, მცირეკონტინგენტიან სკოლებსა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას.
თუმცა მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ბრძანებით გათვალისწინებული ყველა ცვლილება ერთდროულად არ ამოქმედდება. წესების ნაწილი უკვე 2026 წლის 4 სექტემბრიდან მოქმედებს, ხოლო ახალი საგნობრივი სტანდარტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპობრივად - 2026-2027 და 2028-2029 სასწავლო წლებიდან შევა ძალაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მოსწავლეების შეფასებას უკავშირდება.
ახალი წესით, საჯარო სკოლის მოსწავლე სემესტრის განმავლობაში სამი კომპონენტის მიხედვით ფასდება:
მიმდინარე საშინაო დავალება;
მიმდინარე საკლასო დავალება;
შემაჯამებელი დავალება.
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. განაგრძეთ კითხვა>>>