"ნიჭის ზეიმია, ქორწილი კი არა" - კადრები "სუხიშვილების" სოლისტების ქორწილიდან, სადაც ილიკო სუხიშვილიც აცეკვდა: ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება
"სუხიშვილების"სოლისტები დავით ჭანიშვილი ("ჭანო") და მაკო დვალიშვილი (მსახიობ დავით დვალიშვილის შვილიშვილი) დაქორწინდნენ.
სოციალურ ქსელში ქორწილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ილიკო სუხიშვილიც აცეკვდა.
კადრებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"ნიჭის ზეიმია, ქორწილი კი არა
კონცერტია, ქორწილი კი არა...
სასწაული სანახაობაა...
თვალს ვერ ვწყვეტ, ულამაზესი წყვილია, რა დახვეწილად ცეკვავენ" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.