"ასეთი არაფერი მინახავს" - მეტროსადგურ "გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელებული კადრები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
"თბილისი - მეტროსადგურ "გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორია" - ვიდეოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
კადრებს საზოგადოების მხრიდან უაწყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:
"გვეშველება ოდესმე რამე?"
"ასეთი არაფერი მინახავს"...
"კამიკაძეები არიან"
"მაგ კორპუს ააქვს კიბეც. ალბათ, მოკლეზე უნდოდათ ასვლა. მანდ უფროსობა არაფერ შუაშია. რომ მივდივარ ყველანაირი ეკიპირებით გვიშვებენ. თვითონ უნდა ჰქონდეს შეგნება, რომ სხვა გამოუალ სიტუაციაში არ ჩააყენო"...
"ხალხო, ნუ რისკავთ ასე. არაფერი არ ღირს თქვენ სიცოცხლედ"...
"ასეთი უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო და ამათი აშენებული რა იქნება?!"
"ვინც ნებართვა მისცა, ის უკვე პოტენციური მკვლელია და ვინც თავისი ნებით ასე დაუცველად ადის, თვითმკვლელები"...